ისტ 2020 წლის ტრენინგის პირობები და რეგისტრაცია


მომხამრებელთა მოთხოვნით 2020 წლის ისტ გამოცდის ონლაინ ტრენინგებზე  რეგისტრაციები დაიწყო. შეგახსენებთ რომ ეს ერთადერთი ბლოგია, სადაც რეგულარულად, უკვე მე-7 ტარდება ონლაინ ტრენინგები ყოველგვარი შეფერხების გარეშე.  


ტრენინგებს დათო მალანია წარუძღვება

წინა წლის შეხვედრების თიზერი

ტრენინგის პირობები    bit.ly/dato2020 (თქვენ ახლა ამ გვერდზე იმყოფებით)

დეტალურად განხილული იქნება გასული წლების გამოცდებზე გამოყენებული 8 ტესტი და 24 პრაქტიკული დავალება, ასევე დათოს ბლოგის მიერ შექმნილი ტესტები და ადაპტირებული დავალებები. ასევე გამოცდის პროგრამით გათვალისწინებული 12 თეორიული თემა. უნდა აღინიშნოს რომ აღნიშნული ტრენინგების უალტერნატივოა ფორმატის ან შემოთავაზებული რესურსების მოცულობის, ან კომპეტენციის მხრივ. 

მონაწილეთა უკუკავშირის კველევის შედეგად დადგენილია, რომ გასული წლის კონსულტაციების შედეგად თეორიული ბარიერი გადალახა მსმენელთა 75%,  ხოლო პრაქტიკული ნაწილი 68% მა. ყველა მსმენელს, რომელსაც აპელაციაზე გაეწია რეკომენდაცია, ქულები მოემატა. პრაქტიკულად ჩემი ძალდატანებით შეტანილ აპელაციაზე ძალიან კონკრტულად 8 მსმენელმა გამოცდა ჩააბარა  :)

წელს მონაწილეებს საშუალება ექნებათ შეაფასონ როგორც საკუთარი უნარები, ასევე მიიღონ უკუკავშირი მონაწილეებისგან როგორც კონსულტაციის მიმდინარეობისას, ასევე შესრულებულ დავალებებზე. კონსულტაციის მიმდინარეობისას საშუალება გექნებათ დასვათ კითხვები და გააკეთოთ კომენტარები. წელს პირველად ახალი პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების შედეგად შესაძლებელი იქნება ორმხრივი აუდიო-ვიდეო კავშირის დამყარება აუდიტორიასთან. ასევე გათვალისწინებულია ტექნიკური ასისტენტის გამოყენება როგორც ტრენინგზე, ასევე ონლაინ კონსულტაციებზე. 


ასევე წელს პირველად გამოყენებული იქნება ექსკლუზიური ონლაინ სასწავლო ტესტები, ასევე სიმულაციური ვიდეოები.  სხვაგან მსგავსი რამ არ არის. 


 გათვალისწინებულია გამოცდის შემდგომი კონსულტაციები აპელაციის შემთხვევაში. 


პ.ს. ონლაინ კონსულტაციის ფორმატი გულისხმობს, რომ თქვენ ტრენინგის ინტერნეტში დაწყების  დროს უნდა გქონდეთ ინეტერნეტში ჩართული კომპიუტერი, რომელსაც იუთუბის არხიდან შეუძლია მაღალი ხარისხის ვიდეოს შეუფერხებელი ჩვენება. (ასევე საშუალება გექნებათ თქვენთვის სასურველ ნახოთ ჩანაწერი). ნიმუშის სახით ნახეთ წინა წლების სხვადასხვა შეხვედრებიდან ნაწყვეტები 

სასურველია გქონდეთ Microsoft Windows 10 და Office 2019 (ან 2016) -ის ინგლისურენოვანი ვერსიები.

გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გთხოვთ დარეგისტრირდეთ ტრენინგზე

გთხოვთ გაეცნოთ ონლაინ მომსახურების პირობებს



მომსახურება დაყოფილია 2 პაკეტად:

წითელი პაკეტი  ითვალისწინებს გასულ წლებში ჩატარებულ გამოცდებზე გამოყენებულ ტესტებს (8 ტესტი) და მათი სწორი პასუხების განხილვას. შესასრულებელი გექნებათ პრაქტიკული დავალებები  ვორდში (8 დავალება) ექსელში (8 დავალება) საპრეზენტაციო პროგრამაში (8 დავალება.). ანუ თქვენთვის მოსახერხებელ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ნახოთ ჩანაწერი.  გამოცდის შემდეგ გავარჩევთ გამოცდაზე მოსულ ტესტურ დავალებებს და პრაქტიკულ სავარჯიშოებს. 
+ 30%იანი ფასდაკლება 2021 წლის ტრენიგებზე
+ 10% იანი ფასდაკლების კუპონი სხვა მსმენელისთვის

პაკეტის ღირებულება შეადგენს (უკვე 35%იანი ფასდაკლებით) 248 ლარს.

ლურჯი პაკეტი მოიცავს წითელ პაკეტში შემავალ ყველა სერვისს, დავალებებს გაასწორებენ მონაწილეები, ამას გარდა წვდომა გექნებათ კონსულტაციის ჩანაწერებთან ჩამოტვირთვის რეჟიმში. (დაიდება მოგვიანებით). ასევე  შეგეძლებათ მოითხოვოთ 2 საათიანი ვებინარი თქვენთვის საინტერესო თემაზე. გამოცდის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ თქვენს ნამუშევრებს მე გავასწორებ და მოგცემთ ინდივიდუალურ რჩევებს.
+ 2021 წლის ტრენიგები უფასოდ :)
+ 10% იანი ფასდაკლების კუპონი სხვა მსმენელისთვის

პაკეტის ღირებულება შეადგენს  (უკვე 35%იანი ფასდაკლებით) 298 ლარს.

არასათანადო მომსახურების შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ ერთი თვის განმავლობაში თანხის უკან დაბრუნების მექანიზმი

ონლაინ ტრენინგის 5 უპირატესობა:

  1. მოსმენა (ჩართვა) შეგიძლიათ ნებისმიერ დროს (დასწრებულ ტრენინგს უნდა დაესწროთ კონკრეტულ დროს)
  2. ჩართვა შეგიძლიათ ნებისმიერი ადგილიდან სახლი, მოგზაურობა, სამსახური, პარკი. (დასწრებულ ტრენინგზე უნდა იყოთ კონკრეტულ აუდიტორიაში)
  3. შეგიძლიათ მასალა მოისმინოთ მთლიანად ან ნაწილობრივ, რომელიმე კონკრეტული თემა, იმდენჯერ რამდენჯერაც მოგესურვებათ (დასწრებულ ტრენინგს ერთხელ გადიხართ)
  4. არ გეხარჯებათ დრო და თანხები გადადგილებაზე (დასწრებულ ტრენინგზე მგზვრობაში დროც გეხარჯებათ და თანხაც)
  5. პირველი ოთხი პირობა განა საკმარისი არ არის?

ბლოგზე და ონლინ ვებინარზე შეგიძლიათ გამოიყენოთ კომენტარის ფუნქცია, ასევე შესაძლებელია თქვენი ეკრანი გაუზიაროთ თანამონაწილეებს, დასვათ შეკითხვა აუდიო, ან ვიდეოფორმატში (Teams ფუნქცია)

გთხოვთ გაითვალისწინოთ: კონსულტაციებზე მოწოდებული მასალა დაცულია 
© საავტორო უფლებით. მესამე პირებზე მათი გადაცემა დაუშვებელია.

ასევე დაუშვებელია ბმულების გადამისამართება, გაზიარება ან გამოქვეყნება სოციალურ ქსელში ან სხვა ელექტრონულ თუ სხვა სახის რესურსებზე 

შეგიძლიათ ისარგებლოთ შემდეგი საბანკო რეკვიზიტებით

საქართველოს ბანკი

ანგარის ნომერიშის:   GE38BG0000000161951229
მიმღები: გერმანე მალანია
 აირჩიეთ „დათოს ანგარიში“

ან პირადი ნომრით 48001003502 (დააკვირდით უნდა ეწეროს გერმანე მ.)

დანიშნულება: კონსულტაციის შეძენა (თქვენი სახელი და გვარი) 

მაგალითად კონსულტაციის შეძენა (ლევან ჩხეიძე)
(ეს აუცილებელია, იმისთვის რომ მოვახდინო იდენტიფიკაცია)

(ჩასარიცხი აპარატებით გადარიცხვის შემთხვევაში გთხოვთ შეინახოთ ჩეკი და შემდეგში სმს-ით მომწეროთ თქვენი სახელი, გვარი,  ჩეკზე მითებული ტერმინალის ნომერი, დრო და თანხა. შემდეგ კი დაელოდეთ ჩარიცხვის დადასტურებას)

თანხის ჩარიცხვის შემდეგ დღის განმავლობაში თუ არ მოგივიდათ სმს შეტყობინება, აუცილებლად დარეკეთ მითითებულ ნომერზე, ან აქ დააკომენტარეთ

კონსულტაციები დახურული იქნება და ხელმისწავდომი იქნება მხოლოდ რეგისტრირებული მომხმარებლებისთვის. აუცილებელია გქონდეთ GMAIL ანგარიში (ფოსტა)

დათოს უყვარს სიურპრიზები და გპირდებით, არ მოიწყენთ  :)

გისურვებთ წარმატებებს!

Comments